ქობულეთის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალურიგანვითარების ფონდი ქალაქ ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებსახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორიგიორგი ამაშუკელი ადგილზე გაეცნო.
პროექტის განხორციელების შედეგად ქობულეთში ჩამდინარე წყლებიპერმანენტულად გაიწმინდება, რაცმინიმუმამდე დაიყვანს ქალაქისმიმდებარე წყალსატევებში გაუწმენდავი წყლის მოხვედრას.
ეს კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზღვისპირა კურორტ ქობულეთის სანაპირო წყლის ხარისხს და ხელსშეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურისა და შესაბამისად, ქალაქისა და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ქობულეთის მოსახლეობას და ტურისტებს წლების განამვლობაში არსებულიპრობლემა მოუგვარდება. ამავდროულად, პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნებაახალი სამუშაო ადგილები.
სამუშაოებზე, რომლის საერთო ღირებულება 3 691 574.26 ლარია, 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული.პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ჰოლანდიის მთავრობისა და აჭარისმთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.