დავით კვინიკაძე

 დავით კვინიკაძე - მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე 2025 წლის სექტემბრიდან.

 

დავით კვინიკაძეს გააჩნია საჯარო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2021 წლიდან 2025 წლის მაისამდე იკავებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობას.

 

წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე მუნიციპალურ სამსახურში. 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების, საფინანსო სამმართველოს უფროსის თანამდებობას. მას, ასევე, აქვს საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება, მუშაობდა მენეჯერის პოზიციაზე  ბრიტანეთის ტელეკომში (ბუდაპეშტი/უნგრეთის წარმომადგენლობა).

 

დავით კვინიკაძე პროფესიით ეკონომისტია, დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკური  ფაკულტეტი. ასევე, არის ბუდაპეშტის ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტის  საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი.

 

სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს, პიროვნული განვითარების ტრენინგები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში: მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში - ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა,  საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში - საბიუჯეტო სისტემა და ფინანსური მენეჯმენტი. ასევე გაიარა ბიზნეს ინგლისური ენის კურსი  ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლასა და ინგლისში  მალვენ ჰაუს ლონდონში.

 

დავით კვინიკაძე იკავებდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის თანამდებობას.