სამინისტროს 2014 წლის საქმიანობის ანგარიში
დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა სასტუმროში „თბილისი რუმსი“ დონორი ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის წევრებსა და მთავრობის ხელმძღვანელ პირებს 2014 წელს განხორციელებული მასშტაბური სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა და 2015 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.
დავით შავლიაშვილის განცხადებით, უწყებამ გასულ წელს, მისი არსებობის განმავლობაში, ყველაზე მეტი - დაახლოებით, 890 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა. 2014 წელს ქვეყნის მასშტაბით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმიური ბიუჯეტი 875 მლნ. ლარი, წლის განმავლობაში კიდევ 60.7 მლნ-ით გაიზარდა და საბოლოო ბიუჯეტმა 935. 7 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მისი კოორდინაციით განხორციელებული პროექტების ფარგლებში ბიუჯეტის 95% აითვისა. აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 380–ზე მეტი პროექტი განხორციელდა.
2014 წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საგზაო ინფრასტრუქტურას. განხორციელდა ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ტურისტული და კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია. დამონტაჟდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირებისთვის ადაპტირებული 82 ამბულატორია. მოეწყო და მოწესრიგდა ნაგავსაყრელები. აშენდასაცხოვრებელი კორპუსები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდაწყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემას, სარწყავ არხებს. განხორციელდა სტიქიის შედეგების სწრაფილიკვიდაცია და მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები.
2014 წელს, ჯამში, მოძრაობა გაიხსნა 40,1 კმ ჩქაროსნულ გზაზე. წლის განმავლობაში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 303,5 კმ საავტომობილო გზასა და 43 ხიდს. აშენდა 11 ახალი ხიდი.
დაიწყო წყალმომარაგების ახალი პროექტების განხორციელება, რომელთა დასრულების შემდეგ, 300 ათასზე მეტი ადამიანი - ანაკლიაში, მესტიაში, ურეკში, შეკვეთილში, ფოთში, ქუთაისსა და ზუგდიდში, 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. 24 მუნიციპალიტეტის 100 ათასზე მეტ მცხოვრებს კი წყალმომარაგება გაუუმჯობესდება.
მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითაც. 2014 წელს დასრულდა 11 პროექტი, ჯამური ღირებულებით-13.5 მლნ ლარი. გასულ წელს შემუშავდა როშკა-არხოტის გზის მშენებლობისთვის საჭირო პროექტიც, რომლის მშენებლობა წელს დაიწყება, გზის გაჭრის შემდეგ კი მშობლიურ მხარეში 30-ზე მეტი ოჯახი აპირებს დაბრუნებას.
კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლოატაციო რეჟიმში შევიდა 19 პრიორიტეტული ნაგავსაყრელი, ჯამური ღირებულებით - 7.3 მლნ. ლარი. 2014 წელს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეულისაცხოვრებელი პირობების შესაქმნელად განხორციელდა 82 მლნ ლარის ღირებულების 20 პროექტი. 17 ახალისაცხოვრებელი კომპლექსი აშენდა ფოთსა და ზუგდიდში - ბინები გადაეცა 586 ოჯახს. ყოფილისაავადმყოფოების შენობების რეაბილიტაცია განხორციელდა ბორჯომში, კასპსა და ქუთაისში - პირობებიგაუუმჯობესდა 240 ოჯახს. იძულებით გადაადგილებულთა 14 კოტეჯურ დასახლებაში სანიაღვრე დაწყალარინების სისტემების, 16 სოფელში წყალსადენი სისტემისა და სადრენაჟე არხების, 10 კომპაქტურდასახლებაში კი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა. პირობებიგაუუმჯობესდა 1483 ოჯახს.
2014 წელს 45,4 მლნ ლარის ღირებულების ნაპირდაცვითი ღონისძიებები 30 ობიექტზე განხორციელდა.
სამუშაოები გააქტიურდა თეთნულდის სათხილამურო კურორტზე, დაიწყო ჭიათურის ერთ-ერთი მთავარისატრანსპორტო საშუალების-საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციი
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში 14 ათასზე მეტი საშუალო და მცირე ზომის ინფრასტრუქტურულიპროექტები განხორციელდა.
ეს მცირედი ჩამონათვალია იმ თემებისა და საკითხებისა, რომელზეც მინისტრმა დავით შავლიაშვილმა ყურადღება გაამახვილა. ანგარიშის პრეზენტაციას, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წევრები, თვითმმართველი ქალაქის მერები, ასევე სხვადასხვა დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციის, ასევე მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.