ჩხოროწყუში, გარახის უბანში 50 ბავშვზე გათვლილი ბაგა -ბაღი შენდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით დაბა ჩხოროწყუში, კერძოდ გარახის უბანში საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას ახორიცელებს. პროექტის საერთო ღირებულება 222 221,00 ლარია.
პროექტის ფარგლებში ფონდმა მოახდინა არსებული ამორტიზებული 25 ადგილიანი საბავშო ბაგა-ბაღის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 50 ადგილიანი ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ დროისათვის დასრულებულია კედლების ამოყვანა და გადახურვის სამუშაოები. პარალელურად მუშაობენ გარე ინფრასტრუქტურაზე (ეზოს შემოღობვა და ა.შ), რის შემდეგაც შიდა კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება. ამ ეტაპზე დასაქმებულია 10-15 ადამიანი, მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. სამუშაოებს ახორციელებს ქართული კომპანია შპს ,,ინდიკო“.
პროექტის დასრულების შემდეგ ბაგა-ბაღით ქვედა და ზედა გარახას მოსახლეობა ისარგებლებს.