სიახლეები

15 დეკემბერი 2025

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობა იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თხუთმეტ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას იწყებს. პროექტი ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
12 დეკემბერი 2025

პროექტირების კონკურსებში გამარჯვებულ კომპანიებთან შეხვედრა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, სტადიონებისა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების პროექტირების კონკურსებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12 დეკემბერი 2025

ტყიბულში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება დაიწყო

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირება დაიწყო.
11 დეკემბერი 2025

წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან ერთად, წალენჯიხაში ქალაქის პირველი სკოლის პროექტირებასთან დაკავშირებით, არქიტექტორული ბიუროს - ნიუ სითი დეველოპმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
11 დეკემბერი 2025

ობუჯის საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

სოფელ ობუჯში 50 ბავშზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში 50 ბავშზე გათვლილი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
10 დეკემბერი 2025

მდ.ლიახვზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან, გორის მერ კონსტანტინე ბუზალაძესთან და გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასთან ერთად ატენის ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
10 დეკემბერი 2025

ატენის ხეობაში მიმდინარე ინფრასტრქტურული სამუშაოები

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან, გორის მერ კონსტანტინე ბუზალაძესთან და გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასთან ერთად ატენის ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
10 დეკემბერი 2025

ქალაქ ჭიათურაში N7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ჭიათურაში 500 მოსწავლეზე გათვლილი N7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ფიცხელაური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
9 დეკემბერი 2025

შეხვედრა არქიტექტორებთან

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.
5 დეკემბერი 2025

თელავსა და სენაკში საცურაო აუზების პროექტირებისთვის კონკურსები გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავსა და სენაკში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტკომპლექსების პროექტირებისთვის კონკურსები გამოაცხადა.
თანამედროვე სპორტული კომპლექსები მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად უნდა აშენდეს და მოეწყოს დახურული აუზები ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის.