ბაზრის კვლევა - ქ. გურჯაანში, ახტალას პარკის პროექტირების შესყიდვა
გამოქვეყნებულია: 24 მარტი 2026 / ძალაშია: 31 მარტი 2026
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. გურჯაანში,ახტალას პარკის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტის-პერსონალის ზოგადი გამოცდილება.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I და II ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მარტის 16:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება:
დანართი N2-ის შესაბამისად, ელექტრონულად დადასტურებული (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს
დღგ-ს გარეშე).
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დოკუმენტაცია;
2. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი;
3. დანართი N3 - პერსონალის გამოცდილება;
4. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;


