ბაზრის კვლევა - ქ. რუსთავში, თავისუფლების მოედნის სატრანსპორტო კვანძის გაუმჯობესების პროექტირების შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 24 მარტი 2026    /    ძალაშია: 31 მარტი 2026

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. რუსთავში, თავისუფლების მოედნის სატრანსპორტო კვანძის გაუმჯობესების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტის-პერსონალის ზოგადი გამოცდილება.
 
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I, II და III ეტაპისჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მარტის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება:
დანართი N2-ის შესაბამისად, ელექტრონულად დადასტურებული, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გარეშე).
 
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
 
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
 
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დოკუმენტაცია;
2. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი;
3. დანართი N3 - პერსონალის გამოცდილება;
4. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;