ბაზრის კვლევა - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის მიმდებარედ ადგილობრივი კვების პროდუქტების რეალიზაციისათვის საჭირო სავაჭრო სივრცის მოწყობის პროეტირების შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 27 მარტი 2026    /    ძალაშია: 3 აპრილი 2026

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის მიმდებარედ ადგილობრივი კვების პროდუქტებისრეალიზაციისათვის საჭირო სავაჭრო სივრცის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების/პერსონალის ზოგადი გამოცდილება.
 
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I და II ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 03 აპრილის 17:30 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება:დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).
 
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
 
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
 
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დოკუმენტაცია;
2. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
3. დანართი N3 - პერსონალის გამოცდილება;
4. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;