ბაზრის კვლევა - საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში/მუნიციპალიტეტებში წყლის ჭაბურღილებისა და მასთან დაკავშირებული საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის პროექტირება-მშენებლობის მომსახურების შესყიდვა
გამოქვეყნებულია: 27 მარტი 2026 / ძალაშია: 3 აპრილი 2026
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში/მუნიციპალიტეტებში წყლის ჭაბურღილებისა და მასთან დაკავშირებული საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის პროექტირება-მშენებლობის მომსახურების (CPV-45255110) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, პროექტირების ეტაპის დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 03 აპრილის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების და სპეციფიკაციების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება, დანართი N2-ფასების ცხრილის მიხედვით.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასების ცხრილი;
3. დანართი N3 - სპეციფიკაციები;
4. დანართი N4 - პრეტენდენტის გამოცდილება, რაც მოთხოვნილი იქნება სატენდერო პირობებით;


