ბაზრის კვლევა - ქ. რუსთავში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ტყე-ჭალის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის პროექტირება

გამოქვეყნებულია: 19 მარტი 2026    /    ძალაშია: 26 მარტი 2026

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. რუსთავში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ტყე-ჭალის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების/პერსონალის ზოგადი გამოცდილება.
 
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I და II ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 26 მარტის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება:
 
დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე და გამოცდილების მითითებით) და დანართი N3 ელექტრონულად დადასტურებული, დოკუმენტის გაცნობისა და თანხმობის დადასტურების მიზნით.
 
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
 
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
 
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დოკუმენტაცია;
2. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი;
3. დანართი N3 - პერსონალის გამოცდილება;