ბაზრის კვლევა - ქ. რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) ქ. რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების/პერსონალის ზოგადი გამოცდილება.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების პირველი სტადიის (I, II და III ეტაპის) ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.
(უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის
საფუძველზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 24 მარტის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება:
დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე და გამოცდილების მითითებით) და დანართი N3 ელექტრონულად დადასტურებული, დოკუმენტის გაცნობისა და თანხმობის დადასტურების მიზნით.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დოკუმენტაცია;
2. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი;
3. დანართი N3 - პერსონალის გამოცდილება;
https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=34108&lang= ge


