სოფელ ტალავერის № 1 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება.

 

სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, სამეცნიერო ლაბორატორია და ბიბლიოთეკა.

 

შენობაში განთავსებულია ასევე, კვების სივრცე, ადმინისტრაციული ოთახები, მუსიკის ოთახი, სპორტული დარბაზი.

 

გარდა ამისა, კეთილმოეწყო სკოლის ეზო და მოეწყო სათამაშო მოედანი.

 

სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა სახელმწიფომ 2.1 მილიონი ლარით დააფინანსა.

 

ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი,მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა.