ბაზრის კვლევა - ახალციხის ციხის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება
გამოქვეყნებულია: 13 მარტი 2026 / ძალაშია: 19 მარტი 2026
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქალაქ ახალციხისციხის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების (CPV-71220000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.
მომსახურების შესყიდვის ფარგლებში, შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების სამი ეტაპის (I, II და III) ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 19 მარტის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ ტექნიკური დავალების და წარმოდგენილი მასალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N1 - პერსონალის გამოცდილება(გაცნობისა და დადასტურების მიზნით) და დანართი N2- ბაზრის კვლევის ცხრილის შესაბამისად.
წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577140858 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. დანართი N1 - პერსონალის გამოცდილება;
3. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი;


