ბაზრის კვლევა - ქ. ახალციხეში ტბის მიმდ. ტერიტორიის რეაბილიტაციისა და ახალციხის ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის (საფეხმავლო კავშირის) მოწყობის პროექტირება

გამოქვეყნებულია: 12 მარტი 2026    /    ძალაშია: 19 მარტი 2026

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქალაქ ახალციხეში (ბექა ჯაყელის ქუჩის მიმდებარედ) ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია და ახალციხის ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის (საფეხმავლო კავშირის) მოწყობის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.

 

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების (I და II) ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 19 მარტის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე და გამოცდილების მითითებით) და დანართი N3 ელექტრონულად დადასტურებული, დოკუმენტის გაცნობისა და თანხმობის დადასტურების მიზნით.

 

წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

 

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 14 08 58 - ნინო ნათენაძე

 

დამატებითი დოკუმენტაცია:

1. ტექნიკური დოკუმენტაცია - დანართი N1;

2. დანართი N2;

3. დანართი N3;

4. კონცეფციის შემადგენლობა. 

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=33187&lang=ge