ბაზრის კვლევა - სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის დეფექტური აქტების, შემაჯამებელი ანგარიშების და ხარჯთაღრიცხვების შედგენის მომსახურების შესყიდვა
გამოქვეყნებულია: 5 მარტი 2026 / ძალაშია: 12 მარტი 2026
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს სხვადასხვაპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის დეფექტური აქტების, შემაჯამებელი ანგარიშების და ხარჯთაღრიცხვების შედგენის მომსახურების (CPV-71300000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 12 მარტის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების და მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2-ის და დანართი N1-ის - (პერსონალის გამოცდილება, გაცნობისა და დადასტურების მიზნით) შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577140858 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასთან ცხრილი;
3. დანართი N3 - პერსონალის გამოცდილება.


