ბაზრის კვლევა - ფონდის ბალანსზე რიცხული პრინტერებისა და ასლ გადამღები ტექნიკისათვის, შეკეთების, ცვეთადი ნაწილების შეცვლისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 4 მარტი 2026    /    ძალაშია: 11 მარტი 2026

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ფონდის ბალანსზე რიცხული პრინტერებისა და ასლ გადამღები ტექნიკისათვის, შეკეთების, ცვეთადი ნაწილების შეცვლისა და ტექნიკური მომსახურების (CPV-50310000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 მარტის 15:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N1-ის (პრეისკურანტის) შესაბამისად.
 
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
 
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577140858 - ნინო ნათენაძე
 
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. დანართი N1 - პრეისკურანტი;