დედოფლისწყაროში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი აშენდება

 დედოფლისწყაროში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება.

 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსო.

 

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.

 

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა პროექტის დეტალები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.