პატარა ქანდაში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდა

25 თებერვალი 2026

 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის ახალ ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად  მოწყობილია საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი სივრცეები.

 

შენობა აერთიანებს სასწავლო, საძინებელ და ადმინისტრაციულ ოთახებს, სამზარეულოს, შიდა და  გარე სათამაშო ზონებს, სპორტულ მოედანს და რეკრეაციულ სივრცეს.

 

სოფელ პატარა ქანდაში ახალი ბაღის მშენებლობა საქართველოს მთავრობამ 1.2 მლნ ლარით დააფინანსა.