სოფელ საგურამოს განახლებული საბავშვო ბაღი

25 თებერვალი 2026
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა
საბავშვო ბაღი 125 ბავშვზეა გათვლილი.
პროექტი მოიცავდა ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას, მათ შორის საგანმანათლებლო, დასასვენებელი, შიდა და გარე სათამაშო სივრცეების მოწყობას.
რეაბილიტაციის ფარგლებში, საგურამოს საბავშვო ბაღში, მთლიანად განახლდა, ასევე, უსაფრთხოების, გათბობის, ელექტროობის და საკანალიზაციო სისტემები.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობამ 3.2 მლნ ლარით დააფინანსა.


