სოფელ ხეთას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აქვს

20 თებერვალი 2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 

პროექტის მიხედვით, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

 

საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებით 4.2 მილიონ ლარს შეადგენს.

დასრულებული სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ადგილზე გაეცნო.