უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა

20 თებერვალი 2026
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესის კოორდინაციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, კონკრეტული ამოცანები დასახეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე საპროექტო და ახალ პრიორიტეტულ სკოლებთან დაკავშირებულ საკითხებს.
უწყებათაშორისი კომისიის სხდომას ესწრებოდნენ – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და მოადგილე თამარ მახარაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.


