ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

19 თებერვალი 2026
ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ურბანული სივრცის შექმნას - რეკრეაციული ზონებით, გამწვანებითა და მოსახლეობის დასვენებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურით.
ახალი ბულვარი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს და გახდება ქალაქის კიდევ ერთი მიმზიდველი საზოგადოებრივი სივრცე. მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


