ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

19 თებერვალი 2026

 „ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დღეს ადგილზე დავათვალიერეთ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა და პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც აქტიურ ფაზაშია და განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ხორციელდება. ვისაუბრეთ ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმებზეც - ქუთაისისთვის ვამზადებთ ახალ, მასშტაბურ პროექტებს. რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას უკვე მიმდინარე წელსვე დავიწყებთ. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, ხოლო წლის მეორე ნახევარში ქუთაისში ახალი მშენებლობების მორიგი ეტაპი დაიწყება,“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ქუთაისში მიმდინარე პროექტების მონახულების შემდეგ განაცხადა.

 

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაშენებას, საერთო ტერიტორიის კეთილმოწყობას, მცირე არქიტექტურული ნაგებობების განთავსებას და განათების სისტემის განახლებას.