ბაზრის კვლევა - საფეხბურთო კლუბ ჩიხურას რეაბილიტაციის პროექტირება

გამოქვეყნებულია: 19 თებერვალი 2026    /    ძალაშია: 26 თებერვალი 2026

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. საჩხერეში არსებული საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება/მომზადების მომსახურების (CPV-71200000)შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 26 თებერვლის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების და მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N4-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე და გამოცდილების მითითებით) და დანართი N5
ელექტრონულად დადასტურებული, დოკუმენტის გაცნობისა და თანხმობის დადასტურების მიზნით.
 
წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
 
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577140858 - ნინო ნათენაძე.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - სპეციფიკაციები;
3. დანართი N3 - ხარჯთაღრიცხვა;
4. დანართი N4 - ბაზრის კვლევის ცხრილი;
5. დანართი N5 -პერსონალის გამოცდილება;
6. დანართი N6 - გეგმა-გრაფიკი;
7. საკონკურსო მოთხოვნები;