ბაზრის კვლევა - საოფისე ავეჯი

გამოქვეყნებულია: 18 თებერვალი 2026    /    ძალაშია: 23 თებერვალი 2026
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ფონდის ადმინისტრაციული შენობისათვის საოფისე ავეჯის (7 ერთეული მაგიდისა და 7 ერთეული ტუმბოს) (CPV-39130000) შესყიდვას.
 
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 23 თებერვლის 15:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2-ის შესაბამისად, ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
 
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577140858 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასების ცხრილი;