ბაზრის კვლევა - ქ. ქუთაისში და წყალტუბოს რ. სოფ. გუმბარაში რაგბის სტადიონების მშენებლობა

გამოქვეყნებულია: 16 თებერვალი 2026    /    ძალაშია: 25 თებერვალი 2026

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. ქუთაისში, მდებარე ნაკვეთზე ს/კ 03.01.22.794 და ქ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. გუმბარაში მდებარე ნაკვეთზე ს/კ 29.09.33.002 რაგბის ბუნებრივ საფარიანი სტადიონების მშენებლობის მომსახურების (CPV-45200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 25 თებერვლის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ დეტალური მოთხოვნების დოკუმენტში გაწერილი ინფორმაციის, ტექნიკური დავალებების და წარმოდგენილი მასალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება. წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge. კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო ნათენაძე

 

დამატებითი დოკუმენტაცია:

1. დანართი N1 - ხარჯთაღრიცხვა ქუთაისი;

2. დანართი N1 - ხარჯთაღრიცხვა წყალტუბო

3. დანართი N2 - ინფორმაცია მიმდინარე ხელშეკრულებების შესახებ;

4. დანართი N3 - უზრუნველყოფის გარანტიის ნიმუში;

5. დანართი N4 - საავანსო გარანტიის ნიმუში;

6. სპეციფიკაციები;

7. ტექნიკური დავალება - ქუთაისი;

8. ტექნიკური დავალება - წყალტუბო;

9. ნაკრები ბიუჯეტის ცხრილი;

10. გეგმა გრაფიკი;

11. დეტალური მოთხოვნები ბაზრის კვლევაში მონაწილე პოტენციური მიმწოდებლებისათვის;

12. ტიპიური პროექტი : 001-დან 012-ის ჩათვლით;

13. ხელშეკრულების პროექტი;  

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=26968&lang=ge