სპორტული ცენტრი მეჯვრისხევში

14 თებერვალი 2026
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქვეყნის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დეტალებს ადგილზე ეცნობა.
მინისტრი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებთან, სიმონ გულენდანთან ერთად შიდა ქართლში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში დაგეგმილი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს. პროექტები მოიცავს ხელოვნურსაფარიანი მოედნების, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილებისა და დამხმარე სათავსოების მოწყობას.


