ბაზრის კვლევა - ქ. წალენჯიხაში (თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ) ტ. გრანელის სახელობის პარკის მოწყობის/რეაბილიტაციის პროექტირება
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. წალენჯიხაში (თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ) ტ. გრანელის სახელობის პარკის მოწყობის/რეაბილიტაციის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 თებერვლის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე და გამოცდილების მითითებით) და დანართი N3 ელექტრონულად დადასტურებული, დოკუმენტის გაცნობისა და თანხმობის დადასტურების მიზნით.
წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დოკუმენტაცია - დანართი N1;
2. დანართი N2;
3. დანართი N3;
https://tenders.procurement. gov.ge/public/?qep=23558&lang= ge


