რუსთავში 3 საბავშვო ბაღი განახლდა

3 თებერვალი 2026

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში, 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის და ერთის სრული რეაბილიტაციის პროექტებს ახორციელებს.

 

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანთან, რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად გაეცნო.

 

მე-11 და 25-ე ბაგა-ბაღების ავარიული შენობების ადგილზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების, მოზარდის საჭიროებებზე სრულად ადაპტირებული შენობების მშენებლობა, თითქმის დასრულებულია და ამ ეტაპზე, შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, დასასრულს უახლოვრება სარეაბილიტაციო სამუშაოები 31-ე საბავშვო ბაღშიც.

 

ჯამში, სამივე ახალი საბავშვო ბაღი, 1000-ზე მეტ რუსთაველ ბავშვს მოემსახურება