ბაზრის კვლევა - ქ. წალენჯიხაში (თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ) ტ. გრანელის სახელობის პარკის მოწყობის/რეაბილიტაციის პროექტირება

გამოქვეყნებულია: 26 იანვარი 2026    /    ძალაშია: 2 თებერვალი 2026

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქ. წალენჯიხაში (თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ) ტ. გრანელის სახელობის პარკის მოწყობის/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების  მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას. შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქ. წალენჯიხაში (თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ) ტ. გრანელის სახელობის პარკის მოწყობის/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება. 

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 2 თებერვლის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (spa.ge), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: mdf@procurement.gov.ge.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577 447377.

 

დანართები: 

1. ტექნიკური დავალება

2. ბაზრის კვლევის ცხრილი

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=20919&lang=ge