ჭიათურის ინფრასტრუქტურული პროექტები

24 იანვარი 2026
ჭიათურის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობის მიზნით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაზრის კვლევა უკვე გამოაცხადა.
სპორტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ჭიათურის ცენტრალური ისტორიული სტადიონის არსებული მდგომარეობისა და მისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაციის შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად ჭიათურაში შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრ პაატა კვიჟინაძესა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს, გივი მოდებაძეს.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ჭიათურის ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებასაც.


