სოფელ ღრმაღელეში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

24 იანვარი 2026

 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში 50 ბავშვზე გათვლილი  საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ შენობაში ბავშვების სკოლამდელი განათლებისათვის აუცილებელი  ყველა საჭიროებაა გათვალისწინებული.

 

ბაღში მოწყობილია სასწავლო, საძინებელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, შიდა და  გარე სათამაშო ზონები და რეკრეაციული სივრცე.

 

ახალ ბაღში ბავშვებისთვის შეიქმნილია უსაფრთხო, კომფორტული და მათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.