ბათუმში სარეაბილიტაციო პროექტები დასკვნით ეტაპზეა

23 იანვარი 2026

 ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი  ბათუმის ურბანული გარემოს განახლებას განაგრძობს.

ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქის ისტორიულ და თანამედროვე უბნებში   7 ქუჩის,  შენობების და საავტომობილო გზის  რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

 

სახელმწიფო დაფინანსებით,  განახლების სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა   ი. აბაშიძის, მ. აბაშიძის, ახმეტელის, ბარათაშვილის, გოგებაშვილის, ჟორდანიასა და ფარნავაზის ქუჩებზე.

 

დასრულებულია  გზის საფარის განახლება. აღდგენილია საცხოვრებელი კორპუსებისა და სხვადასხვა შენობების ფასადები, გამოიცვალა  კარ-ფანჯრები იზოალუმინის სისტემით, რაც შენობების ენერგოეფექტურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.