ბათუმში #5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

23 იანვარი 2026
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში და მე-5 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.
810 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდება და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება.
პროექტის მიხედვით, სკოლაში მოეწყობა, თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი შიდა და გარე სივრცე, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.
რეაბილიტაციის შედეგად, ჩატარდება ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამუშაოები - სახურავისა და კედლების დათბუნება, რაც ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დაზოგვას და სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფინდის აღმასრულებელ დირექტორთა ბექა ურუშაძესთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად გაეცნენ.


