ახალციხეში ცენტრალური პარკის პროექტირება იწყება

22 იანვარი 2026

 ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხის ცენტრალური პარკის პროექტირებას იწყებს.

 

პროექტის მიზანია  ქალაქის ცენტრში მოეწყოს თანამედროვე, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობისა  და ვიზიტორებისთვის შექმნის  ჯანსაღი ცხოვრების, სოციალური ურთიერთობებისა და კულტურული ღონისძიებებისათვის კომფორტულ გარემოს.

 

პროექტის მიხედვით, ახალციხის ცენტრალურ პარკში უნდა მოეწყოს  საბავშვო და სპორტულ ზონებ, კულტურულ, საგანმანათლებლო და რეკრეაციული ზონები, ღია სპორტული მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი.

 

ასევე, გათვალისწინებული იქნება პარკის ტერიტორიაზე საინფორმაციო და კომერციულ პავილიონების, ღია სცენის, პერგოლების და შადრევნების მოწყობა.

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაიგეგმება გარე განათების, წყალმომარაგების, ვიდეო მეთვალყურეობისა  და უსაფრთხოების სისტემები.

 

პროექტირების ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალციხის ცენტრალური პარკის ადგილობრივი სახეობების მცენარეებით გამწვანებას, განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობა და ეკო-მასალების დანერგვას.