ბაზრის კვლევა - ქალაქ თბილისში 2000 მაყურებელზე გათვლილი ერთმოედნიანი ბუნებრივსაფარიანი რაგბის სტადიონის მშენებლობისთვის პროექტირება
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ქალაქ თბილისში 2000 მაყურებელზე გათვლილი ერთმოედნიანი ბუნებრივსაფარიანი რაგბის სტადიონის მშენებლობისთვის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვას. შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით).
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე) მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით (PDF ფაილის ფორმატში), სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ან შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mdf@procurement.gov.ge
https://tenders.procurement.


