ბაზრის კვლევა - სენაკში სპორტული კომპლექსის პროექტირება
გამოქვეყნებულია: 5 იანვარი 2026 / ძალაშია: 20 იანვარი 2026
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქალაქ სენაკში სპორტული კომპლექსის - საცურაო აუზის მშენებლობისთვის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქალაქ სენაკში სპორტული კომპლექსის - საცურაო აუზის მშენებლობისთვის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით).
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებისა და პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 20 იანვრისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება შევსებული გაანგარიშების სახით (PDF ფაილის ფორმატით), შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე) მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით.
დანართები:
1. ტექნიკური დავალება;
2. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი;
3. შესავსები გაანგარიშება.
ბაზრის კვლევის ბმული:


