ბაზრის კვლევა - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლის პროექტირება

გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი 2025    /    ძალაშია: 16 იანვარი 2026

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლის შენობის რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლის შენობის რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.
 
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ,არაუგვიანეს 2026 წლის 16 იანვრის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (spa.ge), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge. კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 593 72 73 05.

დანართები:

1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი