ბაზრის კვლევა - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიაურში სკოლის პროექტირება
გამოქვეყნებულია: 22 დეკემბერი 2025 / ძალაშია: 26 იანვარი 2026
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიაურში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის - სკოლ(ებ)ის მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, ახალი სკოლის დიზაინ - პროექტის, დეტალური საინჟინრო-საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიაურში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის - სკოლ(ებ)ის მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, ახალი სკოლის დიზაინ - პროექტის, დეტალური საინჟინრო-საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 12 იანვრის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის
ბეჭდით და თარიღით) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (spa.ge), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge. კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ.
დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 593 72 73 05.


