შეხვედრა არქიტექტორებთან

9 დეკემბერი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რეგულაციების შემუშავებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა უწყებასთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობდა.
კერძო სექტორს დადგენილების პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა.


