თელავში სკვერისა და ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

26 ნოემბერი 2025

 მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ბექა ურუშაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თელავში, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

 

დასკვნით ეტაპზეა ძმები პაპუაშვილებისა და ბალარჯიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს სოლომონ ლეონიძის, გვირაბისა და ვაჩნაძის ქუჩების აღდგენა. მოწესრიგდა საჰაერო და მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდა ღობეები და შეიცვალა გარე განათების ბოძები. შედეგად, ქუჩებს დაუბრუნდება თელავისთვის დამახასიათებელი ისტორიული იერსახე.

 

ასევე, მიმდინარეობს ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერის განახლება და თანამედროვე, პიაცის ტიპის დასასვენებელი სივრცის მოწყობა. უკვე დასრულებულია ძირითადი სამუშაოებიმოეწყო შადრევნისა და სარწყავი სისტემების ინფრასტრუქტურა, სავაჭრო და კვების ობიექტებისთვის სივრცეები; გრძელდება ქორწინების სახლის მშენებლობა და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

 

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აბანოს ქუჩისა და .. „ძველი აბანოსრეაბილიტაცია და რესტავრაცია.

 

მუნიციპალური განვითარების ფონდის ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა მიზნად ისახავს  ურბანული ინფრასტრუქტურის განახლებას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას და ქალაქების ტურისტული პოტენციალის ზრდას