შეხვედრა №152 საჯარო სკოლის მშობლებთან და პედაგოგებთან

21 ნოემბერი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან და თბილისის საკრებულოს წევრ გიორგი დოხრუტიშვილთან ერთად, თბილისის №152 საჯარო სკოლის მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა. ვარკეთილში მდებარე №152 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალურ განვითარების ფონდს გადაეცა მას შემდეგ, რაც სასკოლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გაუქმდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლის ახალი შენობის პროექტირება.
პროექტის დასრულებისთანავე გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი, რომლის დასრულების შემდეგაც გამარჯვებული კომპანია დაიწყებს მშენებლობას.
რევაზ სოხაძემ მშობლებისა და პედაგოგების მოსაზრებები და წუხილი მოისმინა და თავის მხრივ, მათ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სკოლის პროექტის ეტაპებთან დაკავშირებით.
მინისტრის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ზაფხულის დასაწყისში შეძლებს სამშენებლო ტენდერის გამოცხადებას. გამარჯვებული კომპანიის გამოვლენასთან ერთად, პროექტს ექნება ზუსტი სამუშაო გეგმა და ვადები.


