ბაზრის კვლევა - გურჯაანში ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას II კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება

გამოქვეყნებულია: 7 ნოემბერი 2025    /    ძალაშია: 17 ნოემბერი 2025


საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) ქალაქ გურჯაანში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას II კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.  

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქ. გურჯაანში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას II კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 17 ნოემბერს, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (spa.ge), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე:

gogprocurement@mdf.org.ge .

 

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126.

 

 

დანართები:

1.     ტექნიკური დავალება;

2.     ბაზრის კვლევის ცხრილი.

 

ბაზრის კვლევის ბმული:

https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=6470&lang=ge