ქეთევან შუბითიძე

 

ქეთევან შუბითიძე — მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე 2025 წლის ნოემბრიდან.

 

ქეთევან შუბითიძე განათლებით ფინანსისტი და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია. მას გააჩნია მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება სახელმწიფო სექტორში შესყიდვების მიმართულებით.

 

მან საქმიანობა დაიწყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც მუშაობდა მთავარ სპეციალისტად. შემდგომში, 2014-2017 წლებში, იყო შესყიდვების კოორდინატორი შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“. 2018 წლიდან ქალაქ თბილისის მერიაში იკავებდა მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო 2022 წლიდან ამავე სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას.

 

ქეთევან შუბითიძე ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს ფინანსების დარგში, ხოლო 2023 წლიდან არის საჯარო მმართველობის დოქტორანტი GIPA-ში. მას გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და სემინარი, მათ შორის შესყიდვების, პროექტის მართვის, ფინანსური აღრიცხვისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით.