ბაზრის კვლევა - ამბროლაურის კულტურის სახლის შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური პროექტირება
გამოქვეყნებულია: 31 ოქტომბერი 2025    /    ძალაშია: 14 ნოემბერი 2025
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ამბროლაურის კულტურის სახლის შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ამბროლაურის კულტურის სახლის შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 14 ნოემბერს, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge . კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126.
დანართები:
1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი.



