ბაზრის კვლევა - ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კოლექტიური სადაზღვევო მომსახურების (CPV-66510000) შესყიდვა
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კოლექტიური სადაზღვევო მომსახურების (CPV-66510000) შესყიდვას 2026 წლის განმავლობაში.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა განისაზღვროს პრეისკურანტის ზღვრული ფასები. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 03 ნოემბრისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (განფასებული პრეისკურანტის (შემოთავაზებული ფასები) PDF ფაილის სახით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით). დანართები: ტექნიკური დავალება და განსაფასებელი პრეისკურანტი.
https://tenders.procurement.



