მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალ პროექტებზე მუშაობას განაგრძობს

1 ოქტომბერი 2025
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბითმნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, მათ შორის,  საგანმანათლებლო, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე მუშაობას განაგრძობს.
 
პროექტების დაგეგმვისა და შესრულების ეტაპებზეპროფესიონალების ჩართულობის მიზნით, მუნიციპალური ფონდის აღმასრულებელმა  დირექტორმა ბექა ურუშაძემ, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად, არქიტექტორებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დარგის სპეციალისტების აქტიურ მონაწილეობას საკონკურსო პირობებისა და საპროექტო რეკომენდაციების მომზადებაში.
 
პროცესის გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოშიწარმართვის მიზნით, ფონდი ეტაპობრივად აცხადებს ბაზრის კვლევებსა და ტენდერებს.
 
მუნიციპალური განვითარების ფონდი მომავალშიც განაგრძობს პროფესიულ წრეებთან თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას და კონკურენტული გარემოს შექმნას.