სიახლეები

1 ოქტომბერი 2025

მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალ პროექტებზე მუშაობას განაგრძობს

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, მათ შორის, საგანმანათლებლო, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე მუშაობას განაგრძობს.
1 ოქტომბერი 2025

რუსთავში №23 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია სრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში №23 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ასრულებს.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითრების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუძაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განხორცილებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
25 სექტემბერი 2025

თბილისის ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის – ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციის დეტალური პროექტირებისთვის.
24 სექტემბერი 2025

ოზურგეთის სოფელ ნაგომარში არანაკლებ 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ახალი სკოლის პროექტირებაზე.
24 სექტემბერი 2025

თერჯოლის სოფელ ბარდუბანში არანაკლებ 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში ახალი სკოლის პროექტირებაზე.
18 სექტემბერი 2025

მუნიციპალური განვითარების ფონდმა რამდენიმე ქალაქში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა

მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი კომპლექსების მშენებლობას გეგმავს ოზურგეთში, გორში, გურჯაანში, ქობულეთში, ბაღდათსა და წნორში.
16 სექტემბერი 2025

ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში ახალი, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს. პარკი მოეწყობა ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ და მიზნად ისახავს ეკოლოგიურად მდგრადი, მრავალფუნქციური და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული სარეკრეაციო სივრცის შექმნას.
15 სექტემბერი 2025

თელავის №2 სკოლაში სასწავლო წელი განახლებულ შენობაში დაიწყო

თელავის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ შენობაში შეხვდნენ.
350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელდა.
12 სექტემბერი 2025

ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხეში, დასრულდა თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ამჟამად მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის ქალაქ ახალციხის მერიისთვის გადაცემის პროცედურები.
10 სექტემბერი 2025

რამდენიმე ქალაქში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონში, ჭიათურაში, ონში, მესტიასა და ცაგერში ხელოვნურ საფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა.