ბაზრის კვლევა - სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდის (www.mdf.org.ge) განახლების მომსახურება

გამოქვეყნებულია: 23 სექტემბერი 2025    /    ძალაშია: 29 სექტემბერი 2025
 
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ფონდის ვებგვერდის (www.mdf.org.ge) განახლების მომსახურების (CPV72212224) შესყიდვას.
 
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდის (www.mdf.org.ge) განახლების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება და მომსახურების გაწევის ვადა.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 29 სექტემბრისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე), შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge.
კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 557199003.

 

დანართები:

1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

    https://research.spa.ge/ka/research/5340