ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

12 სექტემბერი 2025
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხეში, დასრულდა თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა.
ამჟამად მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის ქალაქ ახალციხის მერიისთვის გადაცემის პროცედურები. პროცესის დასრულების შემდეგ დაკომპლექტდება კომპლექსის მართვისთვის საჭირო პროფესიული გუნდი და ახალი სპორტული სივრცე სრულფასოვნად დაიწყებს ფუნქციონირებას.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
სპორტკომპლექსი მოიცავს დიდ და მცირე საცურაო აუზებს. ძირითადი აუზი განკუთვნილია როგორც ცურვის, ისე წყალბურთის მოედნისთვის. მცირე აუზით სარგებლობას კი მოზარდები და ბავშვები შეძლებენ.
სპორტკომპლექსი სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარ წვდომას და ინკლუზიურ გარემოს.